logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას!
- +

20 მაისი. 2016. 16:02


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. მესაზღვრის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის საკითხს გაერო-ს ფორუმზე დააყენებს.



უშინ ხურჩაში მოხდა მკვლელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა ოკუპაციას.

ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სხვა უწყებებმა უკვე დაიწყეს ამ საკითხზე რეაგირება და საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში არიან ჩაყენებულნი. სულ რამდენიმე დღეში იქნება გაერო- უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი ფორუმი ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე და იქ, ბუნებრივია, მე ამ საკითხს დავაყენებ. მაგრამ, პირველ რიგში, მინდა დღეს მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახს. ეს ის რელობაა, რომელშიც ჩვენ ვართ და რომელიც აუცილებლად დაიძლევა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.






გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ გუშინ, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner