„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით დავით კოღუაშვილს მიაჩნდეს, რომ ვიღაც იყო ნიჭიერი, სხვას მიაჩნდეს, რომ არ იყო ნიჭიერი, თუმცა, თუ ვინმე ნიჭიერი იყო, ეს არ უნდა მოხმარებოდა ბოროტებას.
„მსურს, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვა დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას.
კონტექსტი, რომელიც მე გავიგე, ეს არის დეკლარირებულიც, ეს არის შინაგანი ჩვენი პოზიციაც, რომ თუკი ვინმე იყო ნიჭიერი, თუკი ვინმე იყო განათლებული, თუკი ვინმე იყო ხუთ უნივერსიტეტდამთავრებული და ა.შ. მას ეს ყველაფერი უნდა მოეხმარებინა ქვეყნის კეთილდღეობისათვის. უნდა მოეხმარებინა თითოეული მოქალაქისთვის და არა იმ ბოროტებისთვის, რაც ჩვენ წინა ხელისუფლებისა და რეჟიმის სახით მივიღეთ. ეს არის ძალიან მოკლე განცხადება, რომელიც ამ საკითხს ნათელს მოფენს, ჩემი აზრით, ერთხელ და სამუდამოდ. დამატებითი კითხვები არ უნდა დაისვას", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.