logo_geo
eng_logo
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- +

17 დეკემბერი. 2018. 14:56

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-20 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს.

 

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 

თბილისში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +7, +9 გრადუსი იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner