logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე: „ნაცმოძრაობის” მიერ დაანონსებული აქციები მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის
- +

17 დეკემბერი. 2018. 15:08

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის არ არის საინტერესო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციები.

 

„საინტერესო არის ის, რომ გუშინ შედგა ინაუგურაცია, საქართველოს ჰყავს პირველი ქალი პრეზიდენტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია – ეს არის დღის წესრიგი და არა ის, თუ რა აქციას მართავს წარსულში ჩარჩენილი “ნაციონალური მოძრაობა. მათ რეალურად არ აქვს იმის რესურსი, რომ ქუჩებში აქციები მოაწყოს. ეს დაადასტურა ბევრმა აქციამ, დაადასტურა ასევე მათმა ქმედებამ გუშინ. იმის გამო, რომ მცირე რიცხოვნობით იყვნენ წარმოდგენილი, თავიანთი არასაქართველოს მოქალაქე უფროსის დავალებებს ამართლებენ და ასრულებენ. ამ ადამიანმა(სააკაშვილი) ოდესის გუბერნატორობაზე გაცვალა საქართველოს მოქალაქეობა, ალბათ მის წინაშე უნდა დააფიქსირონ, რომ ქუჩებშიც გავიდნენ, ალბათ რესურსებიც იხარჯება. ეს შთაბეჭდილება მრჩება მე. ეს აქციები, საქართველოს მოსახლეობისთვის აქტუალური არ არის”, – განაცხადა კობერიძემ.

 

კობერიძე ასევე გუშინ, კახეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიუხედავად სტატუსისა, ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

 

„მე მგონია, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობა” ოპერირებდა მთელი თავისი ბუნებით და ხასიათით. მე ვეთანხმები შს მინისტრის განცხადებას, რომ მიუხედავად თანამდებობისა და სტატუსისა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოყვეს იმას, რაც იქ ვიხილეთ. რომ გავიხსენოთ ის ფაქტიც, რაც იყო ქალი დეპუტატების მანქანაზე თავდასხმა, ეს ასახავს რა იყო გუშინ მათი სულისკვეთება”, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner