logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: მივეჩვიეთ არგუმენტების გარეშე ვეტოს დადებას!
- +

20 მაისი. 2016. 16:29


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ომარ ნიშნიანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. ნიშნიანიძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, უმრავლესობა ვეტოს დაძლევს.

 

„ჩვენ მივეჩვიეთ სათანადო არგუმენტების გარეშე პრეზიდენტისგან  ვეტოს დადებას, რაც სამწუხაროა. იმედი მაქვს, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დადებული ვეტო მაინც იქნება არგუმენტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში გამიჭირდება პრეზიდენტისთვის მხარის დაჭერა. ვეტოს შემთხვევაში, იგი დაიძლევა, რადგან უმრავლესობაში  ამის განწყობა არის", - განაცხადა ნიშნიანიძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner