პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ლარის გამყარების მიზეზი ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა.
„ლარის გამყარების მიზეზი ქაგადიძეა. ქადაგიძე ლარის გაუფასურებაზე მიზანმიმართულ გავლენას ახდენდა და იმ კრიზისსაც იყენებდა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ეს დასტურდება. ამოიღეთ ჩემი ყველა გამოსვლა და თუკი ისინი ერთმანეთს ერთი-ერთში არ დაემთხვევა, ქადაგიძეზე საერთოდ აღარ ვილაპარაკებ", - განუცხადა თამაზ მეჭიაურმა.