logo_geo
eng_logo
გიორგი ხატიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალურ ფორუმს დაესწრო
- +

17 დეკემბერი. 2018. 18:10

 

საქართველოს პარლამენტის წევრმა გიორგი ხატიძემ 14-15 დეკემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა რიგით მეხუთე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

 

მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მომავალი თაობების ინტერესების დაცვა იყო თემა, რომელიც 43 ქვეყნიდან შეკრებილმა პარლამენტის წევრებმა განიხილეს.

 

ფორუმის მონაწილეებმა საპარლამენტო ცხოვრებაში, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდა თაობის მონაწილეობის მიღებისა და მეტი ჩართულობის შესახებ იმსჯელეს. გიორგი ხატიძემ სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ამ მიმართულებით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. თავის გამოსვლაში გიორგი ხატიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობის და მონაწილეობის მიღების ხელშეწყობა მოხდეს არამხოლოდ ცენტრალურ სახელისუფლებო ორგანოებში და ინსტიტუციებში, არამედ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც. აუცილებელია რეგიონებში შეიქმნას და გაუმჯობესდეს შესაბამისი პირობები, რაც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ახალგაზრდების მეტ ჩართულობას და მათი შესაძლებლობების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

 

ფორუმის ბოლოს მონაწილეებმა მიიღეს შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც მომავალში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ აქტივობებში ახალგაზრდა თაობის მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად კონკრეტული ნაბიჯებია გაწერილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner