დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას გრიპის ვირუსის პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს.
გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსის შემთხვევა უკვე ფიქსირდება.
„ზამთარში ყოველთვის გვაქვს ვირუსული ინფექციების გახშირება. უკვე გამოჩნდა გრიპის ვირუსიც. ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც ჩვენი გვერდის საშუალებით მიეწოდება მოსახლეობას. წელს მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა აიცრა და ეს ძალიან კარგია გრიპის საწინააღმდეგოდ. ასევე მნიშვნელოვანია საერთო ჰიგიენური საშუალებები: ხელის ხშირი დაბანა, შენობის განიავება, სველი წესით დალაგება. თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, სამსახურში და სკოლაში არ წასვლა და ა.შ ყველაფერი ეს გასათვალისწინებელია”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.