logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: წინასაახალწლოდ გარევაჭრობისთვის თბილისში ადგილები გამოიყოფა
- +

17 დეკემბერი. 2018. 18:53

 

 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინასაახალწლო დღეებში თბილისში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

 

„ამასთან, ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, რომელიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კეთილმოწყობილი იქნება. ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ისინი უფასოდ ისარგებლებენ ამ ადგილებით", – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner