თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინასაახალწლო დღეებში თბილისში კონკრეტული ადგილები გამოიყოფა, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.
„ამასთან, ქალაქში კვირაში ორჯერ გამოიყოფა კონკრეტული ადგილები, რომელიც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კეთილმოწყობილი იქნება. ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ, ექნებათ შესაძლებლობა, პროდუქტები გაყიდონ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ისინი უფასოდ ისარგებლებენ ამ ადგილებით", – განაცხადა კახა კალაძემ.