logo_geo
eng_logo
ეროვნული კინოცენტრი განცხადებას ავრცელებს
- +

20 მაისი. 2016. 17:20


ეროვნული კინოცენტრი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016-2017 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


შეგახსენებთ, რომ 2016  წლის  24  თებერვალს გამოცხადდა კონკურსი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016-2017 წლის წარმოების დაფინანსების მიზნით, სადაც შემოსულია 17 პროექტი.

მათ შორის არის პროდიუსერ - შპსახალი ქართული ფილმის"  (დირექტორი ნიკოლოზ აბრამაშვილი) 2 პროექტი - „ბავშვი"  (რეჟისორი - ნინო ბასილია) დადავიდარაბა" (რეჟისორი - ლევან ღლონტი).

 

 

აღნიშნულ კომპანიაში საწესდებო კაპიტალის წილის მფლობელია რუსუდან გლურჯიძე

 

2016 წლის 26 მარტიდან კინოცენტრის დირექტორად დაინიშნა ზურაბ მაღალაშვილი, რომელსაც აღნიშნული კომპანიის წილის მფლობელ რუსუდან გლურჯიძესთან აქვს ნათესაური კავშირი, არის მისი ოჯახის წევრი, რაც ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 92- მუხლის ", " და " ქვეპუნქტების  თანახმად, წარმოადგენს აცილების საფუძველს. ამის შესახებ  საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განუცხადა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2016-2017 წლის წარმოების დაფინანსების კონკურსის მონაწილეებს მათთან გამართულ შეხვედრაზე.

 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კინოცენტრმა მიიღო გადაწყვეტლება, რომ შპსახალი ქართული ფილმი" არ მიიღებს აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას, ხოლო პროექტების ბავშვი" და დავიდარაბა" ავტორებს განესაზღვროთ ვადა, სურვილის შემთხვევაში, გააფორმონ  დოკუმენტები სხვა პროდიუსერთან და შემოიტანონ პროექტები  კინოცენტრში", - ნათქვამია კინოცენტრის განხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner