პროფესორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოს პარლამენტს: სასწრაფოდ დაიწყეთ პროცედურა ნინო ლომჯარიას გადასაყენებლად, დღეს მან ცალმხრივად, გამიზნულად და პროვოკაციულად გაილაშქრა შსს-ს წინააღმდეგ, იმ სტრუქტურის წინააღმდეგ, რომელსაც ევალება ქვეყანაში სამართალდარღვევის აღმოფხვრა! ლომჯარიამ დღეს, მხარი დაუჭირა ქაოსს და სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ გალაშქრებას! დაიწყეთ მის გადაყენებასთან დაკავშირებული მსჯელობა, თორემ იძულებული გავხდებით ჩვენ გავაკეთოთ ეს ქუჩაში! ჩვენ მხარს ვუჭერთ მინისტრ გახარიას!“ - წერს სიამაშვილი.