საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას აქვეყნებს:
„15 დეკემბერი, სანკტ-პეტერბურგი - „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერმა, ცნობილმა ბან-ოპოზიციონერმა პაატა ბურჭულაძემ კონცერტზე იმღერა!
კონცერტს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა, რომელიც სიტყვითაც კი გამოვიდა“, - წერს ჩრდილელი.