logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
- +

17 დეკემბერი. 2018. 23:14

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედია საშუალებებში გავრცელებული  ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო. კადრებში ასახულია 16 დეკემბერს, კახეთში უცნობი პირი დაუდგენელ ნივთიერებას როგორ ასხურებს საპროტესტო კოლონის ერთ-ერთ მანქანაში.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანენას გულისხმობს.

 

ჩატარდება ვიდეომასალაში დაფიქსირებული  პირის დადგენისთვის საჭირო საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე დაბარებული იქნებიან დაზარალებულები და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner