logo_geo
eng_logo
უნგრეთში დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნით აქცია გაიმართა
- +

18 დეკემბერი. 2018. 00:58

 

ასობით ადამიანი შეიკრიბა ბუდაპეშტში, უნგრეთის სახელმწიფო ტელევიზიის შენობასთან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მედიისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მოთხოვნით.

 

დემონსტრანტები მმართველი პარტიის „ფიდესისა“ და მისი ლიდირის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ მიმართულ ლოზუნგებს სკანდირებენ. ტელევიზიასთან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ადგილზე მობილიზებულია ასობით სამართალდამცველი.

 

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ტელევიზიის შენობაში შეღწევა ორმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა სცადა, თუმცა ისინი პოლიციამ შეაჩერა. კანონმდებლების თქმით, მათ სატელევიზიო ეთერში ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პეტიციის წაკითხვა სურდათ. დემონსტრაციაში პარლამენტის ათამდე წევრი მონაწილეობს.

 

ბუდაპეშტში უკვე მესამე დღეა ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები იმართება. 16 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში ათი ათასამდე დემონსტრანტი გამოვიდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner