logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: რუსეთი საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს
- +

18 დეკემბერი. 2018. 11:22

 

„2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ, რასაც 2014 წელს მოჰყვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით გარემო კიდევ უფრო მეტად გააუარესა, სადაც ათწლეულების მანძილზე მოუგვარებელი კონფლიქტები სერიოზულ გამოწვევად რჩება“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.

 

დავით ზალკალიანის თქმით, სამხედრო ძალის გამოყენებასთან ერთად, რუსეთი სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს.

 

„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები, მზარდი მილიტარიზაცია, გახშირებული პროვოკაცია, საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უგულებელყოფა სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ რეგიონის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაცია თავის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად იყენებს ჰიბრიდულ მეთოდებს და ცდილობს, საზოგადოების ყველა ფენაში ბიძგი მისცეს ტრადიციულად ჩამოყალიბებული დასავლური ღირებულებების გადახედვის პროცესს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner