logo_geo
eng_logo
ქორეოგრაფიული ფესტივალის „თაობა“ - გალა კონცერტი
- +

18 დეკემბერი. 2018. 13:27

 

17 დეკემბერს, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ფესტივალის „თაობა“ – 2018 გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების ანსამბლები, რომლებიც მაყურებლის წინაშე ფართო მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. ანსამბლებმა “ლაშქარი”, “იმედი”, “სიხარული” “შევარდენი”, “ფერხული“ „ბასიანი“, „თამარიონი“, „კავკასიონი“ შეასრულეს ქართული ხალხურ ცეკვები, წარმოადგენს საინტერესო ქორეოგრაფიული დადგმები.

 

ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ისაუბრა სასახლის ქორეოგრაფიული სკოლის, მიმართულების ტრადიციებსა და დღევანდელ გამოწვევებზე, აღნიშნა, რომ ქორეოგრაფიულ ფესტივალში 1000-მდე მოზარდი მონაწილეობდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.

 

სასახლის მთავარი ქორეოგრაფმა, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილმა, საქართველოს სახალხო არტისტებმა - ფრიდონ სულაბერიძემ, ომარ მხეიძემ, თენგიზ ურთმელიძემ, საქართველოს დამსახურებულმა არტისტმა ველოდი ფოცხიშვილმა შეაფასეს სასახლის ქორეოგრაფიული ანსამბლების შემოქმედება, მათი ხელმძღვანელების ნამუშევარი, წარმატება უსურვეს იმ თაობას, რომელმაც მსოფლიოს წინაშე უნდა წარმოაჩინოს „ქართული გენია, როკვით განფენილი“. ფესტივალის მონაწილე ქორეოგრაფიულ ანსამბლებს დიპლომები და სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.

 

ეროვნული სასახლის საშემსრულებლო მიმართულებების ხელმძღვანელი - ხათუნა შავშიშვილი.

 

საღამო მიჰყავდათ მუსიკათმცოდნეს, სასახლის პედაგოგ მაია დათუნაშვილსა და თეატრმცოდნეს, სასახლის თეატრალური მიმართულების ხელმძღვანელ ნიკოლოზ წულიკიძეს.

 

ქართული ფოლკლორული ცეკვის ფესტივალის მიზანია ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაცია, ქართული ფოლკლორული ცეკვისადმი საზოგადოების, ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება და სასახლეში მოქმედი ანსამბლების წახალისება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner