logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ვალია, მაქსიმალურად მეტი ყურადღება დავუთმოთ ინფრასტრუქტურის განვითარებას
- +

20 მაისი. 2016. 17:48


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილ განცხადებით, კმაყოფილია იმით, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა არათუ წლიდან წლამდე, არამედ თვიდან თვემდე ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება.



„მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმით, რომ საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა არათუ წლიდან წლამდე, არამედ თვიდან თვემდე ძალიან მნიშვნელოვნად იზრდება და ეს სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო ხდება ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მიმართულება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალურად მეტი ყურადღება დავუთმოთ ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწორედ ამას ემსახურება ასეთი მაღალი პროფილის ინვესტორის შემოსვლა საქართველოში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტების ფარგლებში, საქართველოში „Marriott"-ის უმაღლესი კატეგორიის ბრენდი „Autograph Collection" შემოდის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner