logo_geo
eng_logo
ბუტა რობაქიძის საქმეზე, ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
- +

18 დეკემბერი. 2018. 14:56

 

კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსი ზაზა ბაქრაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამასთან, მისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა დააკმაყოფილა.

 

ზაზა ბაქრაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლის და 6 თვის წლის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

ზაზა ბაქრაძეს სახელმწიფო ბრალდება ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაზიდვას ედავებოდა.

 

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner