ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრმა კლაას დიკჰოფმა, იუსტიციისა და საშინაო საქმეების საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინას, კოსოვოსა და თურქეთს აქვთ პოტენციალი, რომ დააკმაყოფილონ ვიზა-ლიბერალიზაციით გათვალისწინებული მოთხოვნები.
„ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე როცა ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ 4 ქვეყანა, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს კრიტერიუმების დაკმაყოფილების კუთხით. ეს ოთხი ქვეყანა არის საქართველო, უკრაინა, კოსოვო და თურქეთი. ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვართ მომთხოვნები, მაგრამ ამავდროულად სამართლიანები. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ქვეყნები შეასრულებენ ყველა კრიტერიუმს ვიზა-ლიბერალიზაციის მისაღებად. ამ ოთხივე ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ დააკმაყოფილონ მოთხოვნები, მაგრამ ჩვენ ეს ნათლად უნდა დავინახოთ", - განაცხადა კლაას დიკჰოფმა.