logo_geo
eng_logo
ჟოზე მოურინიოს ულტიმატუმი და „ეშმაკების“ გეგმები ვან გაალზე
- +

20 მაისი. 2016. 17:55


პრემიერ ლიგის 2015/2016 წლების გათამაშება დასრულდა და კლუბები მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებენ. ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად „მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის ბედი რჩება. „წითელი ეშმაკების" გულშემატკივართა უმრავლესობა ლუი ვან გაალის მუშაობით უკმაყოფილოა და მის შეცვლას ითხოვს, მთავარ კანდიდატად კი ამ დროისათვის უმუშევარი ჟოზე მოურინიო სახელდება.


ESPN-ის ინფორმაციით, პორტუგალიელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და ჟოზემ მანჩესტერელებს ულტიმატუმი უკვე წაუყენა - იგი დათანხმდება შეთავაზებას, თუ ტრანსფერებზე სრული კონტროლი ექნება.


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ინგლისური გრანდის მფლობელი, თუმცა გამოცემა „The Sun"-ის ინფორმაციით, მას საპირისპირო გეგმები აქვს, რაც ვან გაალისა და მოურინიოს ერთად მუშაობას ითვალისწინებს.


წყაროს ცნობით, ხელმძღვანელობას სურს, რომ ჰოლანდიელ სპეციალისტს სპორტული დირექტორის თანამდებობა შესთავაზოს. ამ შემთხვევაში მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს, თუმცა ტრანსფერებზე სრული კონტროლი ვერ ექნება.


აღსანიშნავია, რომ ვან გაალთან კონტრაქტის გაწყვეტა „მანჩესტერ იუნაიტედს" 6 მილიონი ევრო დაუჯდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner