„გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, შსს-მ ან პროკურატურამ“, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა, თუ რა სტადიაზეა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება.
მისი თქმით, ამ მიმართულებით გამოძიება მიმდინარეობს.
„ყოველთვის თავს ვიკავებთ ამ მიმართულებით განცხადების გაკეთებისგან. დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიებამ უნდა დადოს მტკიცებულებები, მასალები და არა სუს-მა, პროკურატურამ თუ შსს-მ. გამოძიებამ უნდა წარადგინოს მტკიცებულებები", -განაცხადა გომელაურმა.
მისივე თქმით, გამოძიება დროში შეზღუდული არ არის, თუმცა ამაზე თავად ვერ ისაუბრებს, რადგან საქმეს პროკურატურა იძიებს.