logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტში ვეტერანთა საკითხზე შეხვედრა გაიმართა
- +

18 დეკემბერი. 2018. 20:46

 

მიმდინარე წლის 18 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა ვეტერანთა სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ინიციატივების მოსამზადებლად.

 

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, პარლამენტის წევრი, კობა ნარჩემაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივი აქტების მომზადების განყოფილების უფროსი, ირაკლი ჭანტურიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან არსებული სათათბირო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები: ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თავმჯდომარე, აკაკი ვაშაკიძე, მოადგილე, რობინზონ პაპიძე, „გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელი დირექტორი, თეიმურაზ ლორია, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პენსიისა და სოციალური დახმარების სამმართველოს უფროსი, თათია გვარამაძე, „აფხაზეთის მეომართა კავშირის’’ გამგეობის წევრი, ზურაბ ფიფია.

 

სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ მოხდება განხილული ინიციატივების, მათ შორის, საფინანსო-საბიუჯეტო შედეგების დაზუსტება და დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner