პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლარის გამყარების ტენდენცია ძალიან კარგია. მისი თქმით, ეკონომიკაში ნამდვილად არის ის ტენდენციები და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.
„მონეტარული პოლიტიკა არის ერვნული ბანკის პრეროგატივა, ხოლო ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია.
რამდენადაც ვიცი, ჭარბი დოლარის გარკვეული მასა იყო შესყიდული უკანასკნელ აუქციონზე, რაც პრინციპში, ალბათ, გონივრული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ არ გვინდა, რომ ნახტომისებური ცვლილებები მოხდეს, თუმცა გამყარების ტენდენცია მისასალმებელია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.