logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დავით კოღუაშვილმა ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი
- +

20 მაისი. 2016. 18:30


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის" წევრების გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.


პრემიერის განცხადებით, დავით კოღუაშვილმა ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით.



დავით კოღუაშვილი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ ის რაიმე დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ, თუმცა მინდა ვთქვა: სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წევრი, ყველა ადამიანი, ვისთან ერთადაც ჩვენ გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან გასაფრთხილებელია. მე პირადად ძალიან ვუფრთხილდები, არ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ პიროვნულად რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო ან გული ვატკინო ყოფილ თუ დღევანდელ თანაგუნდელებს.

 

დღეს არის განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეულ ადამიანს გავუფრთხილდეთ. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ დავითის ბევრი განცხადება იყო დაუფიქრებელი. რაც შეეხება რაიმე პოზიტიურ გრძნობებს, მე მგონია, რომ ამაზე არის სრული კონსოლიდაცია, არა მარტო ჩვენს გუნდში, არამედ მთელ საზოგადოებაში და საზოგადოების შეფასება წინა ხელისუფლების მიმათ არის ერთმნიშვნელოვანი, ამიტომ დავითის ზოგიერთი განცხადება ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, თუმცა მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს, ვინაიდან თითოეული ასეთი განცხადება უკავშირდება არაერთ ადამიანს საქართველოში", - განაცხადა პრემიერმა.



პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა დავით კოღუაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დროს გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ყოფილ მერს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუხდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner