პროფესორი ზაზა სიამაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემს კედელს ჩასაფრებულებს მივმართავ - სიტყვა-სიტყვით მიუტანეთ ეს ლომჯარიას! დე ესეც უთხარით - შენ ხარ სექტის, დამნაშავეების სახალხოდ და არა სახალხო დამცველი! შენ ისეთივე ნაძირალა და დამნაშავე ხარ, როგორც ისინი! ამიტომ, ვადა-მადა არ ვიცი, შენც მალე მოგეთხოვება პასუხი! როგორ ბედავ და არ იცავ შსს-ს ბიჭებს, რომლებმაც დღეს თავისთავზე აიღეს ამხელა დარტყმა ამ დამნაშავეებისგან?! შენ ვინ უნდა დაიცვა, როცა სამართალდამცავებს არ იცავ?! შენი პარპაშიც დასრულდება ზუსტად ისე, როგორც ამათი! წადი და ახლა გინდ სტრასბურგში, გინდ უგანდაში მიჩივლე! ტრაპთან არ გირჩევ, უარესად გამოგაპანღურებენ, როგორც ბაღიდან გამოგაპანღურეს ამას წინად!“ - წერს სიამაშვილი.