logo_geo
eng_logo
დავით კირკიტაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ
- +

19 დეკემბერი. 2018. 10:41

 

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

 

კირკიტაძე თელავის პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული და დაკავების დღიდან შიმშილობს. როგორც ის აცხადებს, მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას აქვს ადგილი და არავითარი თავდასხმა მისი მხრიდან პოლიციის თანამშრომელზე არ მომხდარა.

 

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გურჯაანის რაიონული სასამართლო დღესვე იმსჯელებს.

 

ამავე ადგილზე გეგმავს გაერთიანებული ოპოზიცია დღეს აქციის გამართვას. როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, აქციის მონაწილეების მოთხოვნა კირკიტაძის გათავისუფლება იქნება.

 

შსს-ს ინფორმაციით, დავით კირკიტაძე ველისციხეში გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner