პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას განცხადებით, „სალომე სამადაშვილი, როგორც ელჩი, იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი - უსაქმური და კანონების არმცოდნე“.
„სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს. არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.