logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი საგარეო პოლიტიკური კუთხით და არსებულ გამოწვევებზე მუდმივად ინფორმირებული იყოს
- +

19 დეკემბერი. 2018. 11:34

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენციის დღევანდელი პანელის გახსნამდე განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტი საგარეო პოლიტიკური კუთხით და არსებულ გამოწვევებზე მუდმივად ინფორმირებული იყოს.

 

„დღეს პირველი პანელი დათმობილია საქართველოს დიპლომატიური კორპუსის პარლამენტთან ურთიერთობაზე. ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს გავივლით. ახალ გარემოებაში, როდესაც საქართველო საპარლამენტო დემოკრატიის მმართველობის პრინციპზე გადავიდა, პარლამენტის როლი კიდევ უფრო გაზრდილია. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. საპარლამენტო ზედამხედველობა ძლიერდება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი საგარეო პოლიტიკური კუთხით და არსებულ გამოწვევებზე მუდმივად ინფორმირებული იყოს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პრობლემებს ეფექტურად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

მისივე თქმით, დღეს ელჩების კონფერენციაზე სიახლე იქნება.

 

„ელჩები დისკუსიებში მონაწილეობას თავად მიიღებენ. თემატურ შეხვედრებს მოდერაციას თვითონ გაუწევენ. ეს თემატური შეხვედრები იქნება რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, ატლანტიკური ინტეგრაციით ქვეყნის პრიორიტეტებზე, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებზე. ასევე განვიხილავთ ეკონომიკურ დიპლომატიას. დღის ბოლოს ჩვენ შეხვედრა ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან გვექნება. ყველა ეს მნიშვნელოვანი თემატური საკითხი უშუალოდ ელჩების ჩართულობით განხორციელდება“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

დღეს ქართველი დიპლომატები პარლამენტის თანამდებობის პირებს შეხვდებიან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner