logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, არის სიცრუე!
- +

15 თებერვალი. 2016. 22:49


პარლამენტის თავმჯდომარის  დავით უსუფაშვილის განცხადებით, მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს, თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე.

 

მინდა, კიდევ ერთხელ განვმარტო და ყველას მოგიწოდოთ, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, იმიტომ, რომ მოარული ხმები, რომ ვინმე დაურეგისტრირებელი ქონების წართმევას აპირებს თუ სახელმწიფო მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგო რამეს გეგმავს, არის სიცრუე.

 

ვიცი, რომ აგრარულ საკითხთა კომიტეტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს, ჩართულები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები. ჩვენ გვექნება სწორედ სხვა მიმართულებით გადაწყვეტილებები - როგორ დავეხმაროთ მოქალაქეებს, რომ იურიდიულად გაიფორმონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც წლებია და ზოგჯერ ათწლეულებია ფაქტობრივად ფლობენ, მაგრამ, იურიდიული საბუთების გაუმართაობის გამო, სრულფასოვნად ვერ ახერხებენ თავიანთი საკუთრების გამოყენებას, განკარგვას სასოფლო-სამეურნეო თუ სხვა სახის დანიშნულებისთვის. ასე,რომ ამ საკითხებზე პარლამენტში მალე გვექნება მსჯელობა მოქალაქეთა უფლებების განსამტკიცებლად და არა პირიქით",-  განაცხადა უსუფაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner