ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის მიგრაციისა და საშინაო საქმეების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციით გათვალისწინებული ყველა პირობა შეასრულა, თუმცა ახლა საბოლოო გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა და საბჭომ უნდა მიიღონ.
„ჩვენი მხრიდან დასკვნა პოზიტიურია", - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზა-ლიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.