logo_geo
eng_logo
ლონდა თოლორაია: ადრეულ ასაკში ქორწინებები შემცირებულია, თუმცა, კვლავ რჩება გამოწვევები
- +

19 დეკემბერი. 2018. 12:06

 

 

ადრეული ქორწინების პრაქტიკის მიმართ მრავალსექტორული რეაგირების საკითხზე გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანია, ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკის პრევენციისთვის ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას განცხადებით, წელს ადრეულ ასაკში ქორწინებები შემცირებულია, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები.

 

„მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები შემცირებულია, მაინც გვაქვს ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები.

ყველაზე მეტად ადრეულ ასაკში ქორწინება გავრცელებულია ქვემო ქართლის რეგიონში. გამოწვევა არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რომ საკმაოდ გვიან ხდება აღნიშნული ფაქტების შესახებ ცნობილი, რაც გამოძიების პროცესში სირთულეს წარმოადგენს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner