logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ კითხვაზე: ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია
- +

19 დეკემბერი. 2018. 12:34

 

„ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია“, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ იგეგმება ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტი პირის, მიხეილ კალანდიას დაკავება.

 

„წინასწარ საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. ზაზა სარალიძემ, როგორც დაზარალებულმა მხარემ მიიღო ის ინფორმაცია, რაც კანონმდებლობით შეგვეძლო, რომ მიგვეწოდებინა. სამინისტრო როგორც კი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, ამაზე საზოგადოება გაიგებს. ამ საქმის ფარგლებში გამორიცხული არაფერია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner