logo_geo
eng_logo
სოფო კილაძემ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა
- +

19 დეკემბერი. 2018. 12:41

 

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ, ნაძალადევის მოსახლეობას საქმიანობის რიგით მესამე ანგარიში წარუდგინა.

 

დეპუტატმა, პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად მიმართულებებსა და პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს მაჟორიტარულ ოლქში დაიგეგმა და განხორციელდა. პრიორიტეტულად დასახელდა მოქალაქეებთან ურთიერთობა და მათ საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება, სოციალური პროექტები და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა. დეპუტატმა ისაუბრა პარტნიორ ორგანიზაციებთან დაადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად განხორციელებულ პროექტებზეც.

 

„ვფიქრობ, მიმდინარე წელს წამოწყებული რამდენიმე პროექტი საგრძნობ შვებას მოუტანს ნაძალადევის მოსახლეობას. გამოვარჩევდი დასაქმების პროგრამას, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარებული „სიღარიბის კვლევის“ საფუძველზე განხორციელდება მომდევნო წლიდან. საპილოტედ, სწორედ „ნახალოვკასა“ და ლოტკინზე დაიწყება და მინიმუმ 200 ადამიანს დაასაქმებს. მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არის ჩვენი საქმიანობის მთავარი გამოწვევა და ყველაზე დიდ ძალისხმევას სწორედ ამ მიმართულებაში ვდებთ. არაერთი მიმდინარე სოციალური პროექტი გვაქვს ამ დროისთვის და ვგეგმავთ მათ კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. მომავალი წლიდან დაგვემატება „სოციალური მაცივარი და სოციალური კარადა, რომლებშიც სოციალურად დაუცველთა სარგებლობისთვის განთავსდება პირველადი პროდუქტი“, - აღნიშნა სოფო კილაძემ.

 

ღონისძიება საახალწლო-საქველმოქმედო კონცერტით გაგრძელდა, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ ადგილობრივი სკოლებისა და რამდენიმე კომპანიის მხარდაჭერით  სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მოაწყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner