logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

19 დეკემბერი. 2018. 12:43

 

„ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა და შენახვაში ბრალდებული ნ.ნ. დამნაშავედ ცნო“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნ.ნ.-მ უკანონოდ შეიძინა და წინდაში ინახავდა 42,05 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

 

სამართალდამცველებმა ნ.ნ. 2018 წლის 14 აპრილს, ქ. მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

 

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner