შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფარგლებში არავის დაკავება არ არის გამორიცხული.
მეზვრიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა დაკავებულებს შორის იყოს ლევან კალანდია, რაზეც შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია.
„წინასწარ ვერ გეტყვით. გამორიცხული არაფერია. ზაზა სარალიძემ, როგორც დაზარალებულმა, მიიღო ის ინფორმაცია, რისი გაცემის უფლებასაც კანონი გვაძლევს. ამ საქმის ფარგლებში არავის დაკავება არაა გამორიცხული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.