პოლონეთში საქართველოს ელჩის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთი ქართველებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც სამუშაოდ ჩადიან.
„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად კარგი პრაქტიკა ჩამოყალიბდა, რომელიც დადგენილი კვოტების მიხედვით, პოლონეთში ქართველების ლეგალურ დასაქმებას უზრუნველყოფს. ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომლის ფარგლებშიც წელს აქტიური კომუნიკაცია გვქონდა პოლონეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და ვფიქრობთ, 2019 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვექნება. კვოტების რაოდენობაზე ახლა საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვფიქრობთ, პროგრესი იქნება და იმაზე მეტი ადამიანი შეძლებს პოლონეთში ლეგალურად დასაქმებას, ვიდრე დღეს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.