logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძე: სააკაშვილისგან ისეთი დარტყმა მივიღე, რაც ბევრს არ მიუღია!..
- +

20 მაისი. 2016. 19:08


„სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ვერავინ დაასახელებს შემთხვევას, როდესაც არ იყო საქართველოს გვერდით.


 

არსებობს ვიდეოფირი, როდესაც 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, შვეიცარიაში საქველმოქმედო კონცერტისას, უცხოეთში ერთ­ერთმა პირველმა გავაპროტესტე მომხდარი. თუ საქართველოში არ ვიყავი და აქ არ ვლაპარაკობდი, საზღვარგარეთ გამოთქმული პროტესტი პროტესტი არ არის?! ვერავინ დაასახელებს შემთხვევას, როდესაც არ ვიყავი ჩემი ქვეყნის გვერდით. არაერთხელ გავეცი პასუხი კითხვაზე - ამ ცხრა წლის განმავლობაში რატომ არ ვაპროტესტებდით ამ ყველაფერს. ყოველთვის ვაპროტესტებდი იმას, რაც გასაპროტესტებლად მიმაჩნდა", - აცხადებს ბურჭულაძე.



კითხვაზე - სააკაშვილის წინააღმდეგ თქვენი კრიტიკული აზრი ჩვენში მაინცდამაინც არ ახსოვთ, - ბურჭულაძე პასუხობს:


 

არ ვიცი, რატომ არ ახსოვთ... სააკაშვილისგან მე ისეთი დარტყმა მივიღე, რაც ბევრს არ მიუღია - ერის მოღალატედ გამომაცხადეს, როდესაც მოსკოვში ჩავედი და ბავშვების დასახმარებლად გამართულ კონცერტში მონაწილეობა მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ მომთხოვეს, არ წავსულიყავი, მე მაინც წავედი, ეს არ იყო პროტესტი?! თანაც ეს იყო კონცერტი ბავშვების დასახმარებლად. მე გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩი ვარ და ვალდებული ვიყავი, ეროვნების მიუხედავად, ავადმყოფ ბავშვებს დავხმარებოდი. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ტელევიზიებით გაშვებული გაყალბებული სიუჟეტები, თუ როგორ ვიდექი წითელ მოედანზე მედვედევის გვერდით და როგორ მიდიოდა ჩვენ წინ რუსის ჯარი, არადა, ეს დამონტაჟებული ფირი კონცერტამდე ერთი კვირით ადრე გაუშვეს, ვიდრე მე მოსკოვში წავიდოდი. ჩემი პარტნიორი ქართველი ხალხია, ეს ვიგრძენი და ამიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი. კოალიციის პერსპექტივას ვერავისთან ვხედავ, არც მოლაპარაკებები გვქონია... არ შეიძლება, ყოველი ახალმოსული ხელისუფლება წინამორბედს მოღალატეს უწოდებდეს და მასზე გამარჯვებას ზეიმობდეს. ყველა ხელისუფლებამ, რაც ამ ქვეყანას დღემდე ჰყოლია, არაერთი კარგი საქმე გააკეთა, მაგრამ იყო შეცდომებიც და არ შეიძლება, გამუდმებით ამ შეცდომებზე ვლაპარაკობდეთ", - განაცხადა პაატა ბურჭულაძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner