logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: პარლამენტი უახლოეს სხდომაზე სალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტს
- +

19 დეკემბერი. 2018. 16:02

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, როდესაც პარლამენტის წევრი იკავებს სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობას, იმ მომენტიდან პარლამენტი მას უფლებამოსილებას უწყვეტს.

 

„მას შემდგომ, რაც ქალბატონი სალომე გახდა საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტში დაიწყო აღნიშნული პროცედურა. ჩატარდება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას და უკვე უახლოეს პლენარულ სხდომაზე, პარლამენტი ქალბატონ სალომეს შეუწყვეტს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას. მსგავსი პროცედურა ამ მოწვევის პარლამენტშიც ყოფილა და მით უმეტეს, წინა მოწვევის პარლამენტშიც არაერთხელ მომხდარა. თუ ვინმე თვლის, რომ კანონმდებლობა არის დარღვეული, უბრალოდ, მან არ იცის კარგად კანონმდებლობა“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner