logo_geo
eng_logo
მიხეილ ბატიაშვილი: ჩვენი რეფორმების განხორციელება თანამედროვე დასავლური სტანდარტების წარმატებით დანერგვას ნიშნავს
- +

19 დეკემბერი. 2018. 16:10

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის - „ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში ევროკავშირთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და უმნიშვნელოვანესი უწოდა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, რასაც სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას აჭებს.

 

მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ერთობლივ პროექტებზე და ხაზი გაუსვა სისტემის რეფორმირების პროცესს, რომელიც სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების არსებით განახლებას და ეფექტიან განვითარებას გულისხმობს.

 

მინისტრის თქმით, 2019 წლიდან სამინისტრო იწყებს კულტურის სფეროს  საჯარო დაფინანსების ევროპული ტიპის  მოდელზე  ეტაპობრივ გადასვლას, რომლის მიზანს სამართლიანი, გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემის ფორმირება წარმოადგენს. რაც შეეხება სპორტს, მინისტრის თქმით, სპორტული მიღწევები ღირსეულად წარმოაჩენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ სპორტის განვითარებაზე ზრუნვა ხელისუფლებისა და უწყების ერთ-ერთი უმთავრეს პრიორიტეტად დარჩება.

 

ამ რეფორმათა წარმატება გულისხმობს თანამედროვე დასავლური სტანდარტების დანერგვას. ამიტომ მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების განათლების სისტემებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, მათი გამოცდილების გაზიარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა და ყურადღება გაამახვილა ნოემბერში პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტზე, სადაც ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებულ ფინანსურ შეთანხმებას. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ხაზი გაუსვა არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდებისთვის ევროპაში იმავე საფასურით სწავლის მექანიზმის შექმნას, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია.             

 

მიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის პროგრამა ERASMUS პლიუსზე, რომელშიც საქართველოს სერიოზული მიღწევები აქვს; გარდა ამისა, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ზე, რომელიც ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებს, მცირე და საშუალო საწარმოებსა თუ მსხვილ კომპანიებს ევროპული დონის მეცნიერების, კვლევითი/ინოვაციური პროდუქტისა თუ სერვისების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალზე, რომელსაც საქართველომ წარმატებით უმასპინძლა; ამათან, საერთაშორისო ასპარეზზე სამინისტროს კიდევ ერთი წარმატებას, რომლის თანახმად, UNESCO-მ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. მინისტრის აზრით, განუზომელია კულტურის მნიშვნელობაც, რომლის საუკეთესო მაგალითს ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობა წარმოადგენს.

 

სწორედ ამ მიზნით ჩვენი სამინისტრო 2019 წლის გაზაფხულზე გეგმავს საქართველოში ევროპის კულტურის დღეების განხორციელებას და ვიმედოვნებთ თქვენს ჩართულობას ამ პროექტში, რაც ევროპის ქვეყნების კულტურათა სრულფასოვნად წარმოდგენის გარანტი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner