logo_geo
eng_logo
შსს-მ ხობსა და რუსთავში სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა
- +

19 დეკემბერი. 2018. 16:30

 

2018 წლის 19 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა ხობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კერძოდ, 10 ლოკაციაზე:

 

  1. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 304-ე კმ-დან (ხობი, სოფელი პირველი მაისი - ზუგდიდი) 310-ე კმ-მდე (ხობი, სოფელი ხეთა - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  2. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა - ზუგდიდი) - 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  3. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი) 320-ე კმ-მდე (სოფელი ცაიში - ზუგდიდი.) ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  4. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (სოფელი ცაიში - სამტრედია) 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  5. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - სამტრედია) 310-ე კმ-მდე (სოფელი ხეთა - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  6. თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა- სამტრედია) 304-ე კმ-დან (სოფელი პირველი მაისი - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  7. რუსთავში, ქუთაისის ქუჩიდან - ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).
  8. რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთიდან - ქუთაისის ქუჩის დასასრულამდე (ჟ. შარტავას გამზირამდე), ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).
  9. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და ი. ცურტაველის ქუჩის კვეთიდან (მ. კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).
  10. რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთიდან (მ. კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და ი. ცურტაველის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 350 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner