-
+
19 დეკემბერი. 2018. 16:30
2018 წლის 19 დეკემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები აამოქმედა ხობისა და რუსთავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, კერძოდ, 10 ლოკაციაზე:
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 304-ე კმ-დან (ხობი, სოფელი პირველი მაისი - ზუგდიდი) 310-ე კმ-მდე (ხობი, სოფელი ხეთა - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა - ზუგდიდი) - 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - ზუგდიდი) 320-ე კმ-მდე (სოფელი ცაიში - ზუგდიდი.) ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 320-ე კმ-დან (სოფელი ცაიში - სამტრედია) 315-ე კმ-მდე (სოფელი ხამისკური - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 315-ე კმ-დან (სოფელი ხამისკური - სამტრედია) 310-ე კმ-მდე (სოფელი ხეთა - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
- თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 310-ე კმ-დან (სოფელი ხეთა- სამტრედია) 304-ე კმ-დან (სოფელი პირველი მაისი - სამტრედია). ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
- რუსთავში, ქუთაისის ქუჩიდან - ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთამდე, ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).
- რუსთავში, ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთიდან - ქუთაისის ქუჩის დასასრულამდე (ჟ. შარტავას გამზირამდე), ცალმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 40 კმ/სთ).
- რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და ი. ცურტაველის ქუჩის კვეთიდან (მ. კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).
- რუსთავში, მ. კოსტავას გამზირისა და სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის კვეთიდან (მ. კოსტავას ხიდი) - მ. კოსტავას გამზირისა და ი. ცურტაველის ქუჩის კვეთამდე (მ. კოსტავას ხიდი), ორმხრივად (ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ).სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით, საქართველოს მასშტაბით, უკვე 350 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება.