logo_geo
eng_logo
„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტს ხელს უწყობს“
- +

19 დეკემბერი. 2018. 16:41

 

2018 წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით ექსპორტი 19.6  პროცენტით გაიზარდა და 283.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის შემდგომი ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით.

 

„თავისუფალი ვაჭრობის წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებები ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას განაპირობებს. საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით ხელს უწყობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებისგან მიღებული უპირატესობების გამოყენებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ.

 

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ექსპორტი 29.5%-ით გაიზარდა და 2 735.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 24.0 პროცენტით გაიზარდა და 3 033.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 16.8 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს და 8 291.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საგარეო სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 18.6 პროცენტით გაიზარდა და 11 324.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში  5 257.7 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.4 პროცენტი შეადგინა  და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  2.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner