logo_geo
eng_logo
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინა
- +

19 დეკემბერი. 2018. 16:56

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად,  უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში  შემდგომი რეალიზაციის მიზნით  სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 2 070 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 5000 ლარს აღემატება.

 

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner