საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ესტონეთში იმყოფება, ტალინში, კომუნიზმის რეჟიმის ესტონელ მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი მოინახულა.
ირაკლი კობახიძე, დეპუტატებთან ერთად, იმყოფებოდა საქართველოს მემორიალურ დაფასთანაც, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესა და ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად გაიხსნა.