2018 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნისთვის გ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ.-სთან რ.კ. მის თანამოაზრე - გ.ფ.-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა. რელიგიურ თემაზე საუბრისას, გ.მ.-ს კითხვაზე, თუ საიდან იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ წარმოადგენდნენ იეჰოვას მოწმეებს, რამაც გ.მ.-ს გაღიზიანება გამოიწვია და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რ.კ.-ს სახის არეში ხელი დაარტყა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.