logo_geo
eng_logo
ველისციხეში ჩაფლავებულ გრიგოლ ვაშაძის ტანკლი, ტუნკლი და ტანკლები!
- +

20 დეკემბერი. 2018. 02:30

 

 

მიშმაკუნა გრიგოლ ვაშაძე ვერა და ვერ შეეგუა, რომ პრეზიდენტი არ არის. არა, კი არის, მაგრამ მაინც არ არის. ეგ როგორ? აი, ნახეთ, რას წერს ერთ-ერთი მისი მოწაფე, ვინმე გიორგი ნაცარიშვილი, ანუ ერთ-ერთი "ნაცარქექია":

 

"ხმების დასაცავად თელავისკენ! გამარჯვება ჩვენია და არავის დავუთმობთ! ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას! ვიცავთ ჩვენს ხმებს და ჩვენს სამშობლოს! გრიგოლ ვაშაძე ჩემი პრეზიდენტია"!

 

ჰოდა, ამის შემდეგ რა უფლება აქვს ამხანაგ გრიგოლს, პრეზიდენტი არ იყოს? იქიდან მიხო ეძახის, შენ ხარ მთავარიო, აქედან ესენი ეძახიან, შენ ხარ ჩვენი ამომავალი მზეი და მარჩენალიო. ნიუორკიდან თემურ ალახანია ურეკავს, არ იქნები და რაც ფული დაგახარჯე, უკან მოიტანო... განა აქვს კი სხვა გზა?

 

საერთოდ, "ნაცებს" აქვთ ასეთი ტაქტიკა - ძალიან იოლად შეუძლიათ, ბუზი სპილოდ გადააქციონ და 3 ათასი კაცი 800 ათასად მოგაჩვენონ. აი, ნახეთ, როგორ განცდებში იყო ველისციხეში ჩაფლავებული ვაშაძე, როგორი ემოციებით გამოხატავდა მიმდინარე მოვლენებს:

 

„გადაადგილების თავისუფლება მოგვპარეს, მერე ხმის ამოღების უფლებას მოგვპარავენ, მავთულხლართებს შემოავლებენ ჩვენს სახლებს და ბინებს, რომ გარეთ არ გამოვიდეთ. გომბორზე არ გადახვიდეთო, არ გადავედით, 40 კილომეტრი სისწრაფით მოვდიოდით. მოიყვანეს ვიღაცა ბანდერლოგი კუპატაძე, მაგას პოლიციელის ფორმა როგორ შეიძლება ეცვას და რაღაც ზღაპარს მიყვება ეს ლაწირაკი. გრემთან გადაკეტილია გზა ზუსტად ასევე. ეს ლაწირაკები ვის იცავენ, რას იცავენ. საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ თელავს? გამაგებინეთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? საფრანგეთში, პარიზში ძალიან არ მოსწონთ ყვითელი ჟილეტების დემონსტრაციები, მაგრამ თავში არავის მოსვლია ქუჩების გადაკეტვა და ტრასების გადაკეტვა, როცა ხალხი პარიზში მიდის. არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა თელავამდე ფეხით ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ, კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ".

 

ხედავთ, როგორი ორიგინალური მიგნებები აქვს ვაშაძეს? ხელისუფლებას დავამხობთ კანონიერი გზითო. ამხელა კაცია და არც კი იცის, რომ ხელისუფლების დამხობა ყოველთვის ხდება უკანონო გზით. თავად სიტყვა "დამხობა" შეიცავს უკანონობას. რომ ეთქვა, კანონიერი გზით გადავაყენებთო, კიდევ გასაგები იქნებოდა. ამას დავანებოთ თავი, საერთოდ, მეორე ტურის შემდეგ ეს კაცი მოტყდა, თმა ყალყზე დაუდგა, წელში მოიხარა, თვალები ჩაუსისხლიანდა, ხეირიანად აღარავის ელაპარაკება, აშკარად დეპრესიაშია. აი, საფრანგეთში აზრადაც არავის მოუვა, ყვითელჟილეტიანებს გზა გადაუკეტოსო. იმ ყვითელჟილეტიანებზე ამბობს, ცხვირ-პირი რომ ამტვრიეს, ცივი წყალი მიუშვეს, მხუთავი გაზიც შეასხურეს და "დუბინკებიც" წაუშინეს. თუმცა გრიგოლისთვის ის უფრო "ლაითია", ვიდრე ველისციხეში ჩარჩენა.

 

სიმართლე თქვა კახა კალაძემ, ისეთი ქვეყნისა და სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე და ნაცარიშვილები რომ დაამხობენ!

 

გელა ზედელაშვილი

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner