logo_geo
eng_logo
აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა
- +

20 მაისი. 2016. 19:15


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ალექსეი ლომიამ რუსულ სააგენტო „ТАСС"-ს განუცხადა, რომ ე.წ. გენერალურმა პროკურატურამ გუშინ, დე-ფაქტო საზღვარზე საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.  



სააგენტო წერს, რომ ინციდენტი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 19 მაისს, გალის რაიონის ნაბაკევის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მოხდა.



ალექსეი ლომიას განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა სინამდვილეში და რამდენად შეესაბამებოდა სამხედრო სადისციპლინო წესდებას აფხაზი „მესაზღვრის" საქციელი.



აფხაზური მხარის ვერსიით, 19 მაისს ორმა მამაკაცმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთა დოკუმენტების გარეშე სცადა. აფხაზი „მესაზღვრის" გაფრთხილების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი უკან დაბრუნდა, მეორე კი, რომელიც ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა, მესაზღვრეს დაემუქრა და მის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა.



სააგენტო „ ТАСС"-თან საუბარში წყარო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან იტყობინება, რომ „მესაზღვრემ თავდაპირვევლად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, ხოლო როდესაც თავდამსხმელი აფეთქებით დაემუქრა, იძულებული იყო, იარაღი გამოეყენებინა".



მომხდარში გაერკვევა სამხედრო პროკურატურა. დასკვნების გამოტანას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ შევძლებთ", - განაცხადა წყარომ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner