logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: კაცმა ფაქტიურად თქვა, კობა დავითაშვილის ცემა იყო პოლიტიკური დევნა!..
- +

20 დეკემბერი. 2018. 03:06

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით წერს:

 

„ხშირ-ხშირად დასვით ეს კაცი ეთერში, პროკურატურამ, აქ რომ იყო ამხანაგი მიჰა, ერთი კითხვაც არ დაუსვა და აი, ტვ-დან მაინც მოვისმინოთ აღიარებითი ჩვენებები...

ესე იგი, კაცმა ფაქტიურად თქვა, კობა დავითაშვილის ცემა იყო პოლიტიკური დევნა და მეტი არაფერი. დღეს რომ დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ პოლიტიკური დევნის საფარქვეშ განხორციელებული წამების შედეგია, ფაქტიურად დაადასტურა - „კობა დავითაშვილის ფაქტის შემდეგ მე გადავდექი პრეზიდენტობიდან“, მაგრამ არავინ დამისჯიაო“, - წერს მეფარიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner