ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ მისი ხელისუფლების დროს პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუკავებიათ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, პირადად მისი დავალებით, ლიკვიდირებულ იქნა ყველა ის პოლიტიკოსი, ვისაც შეეძლო საფრთხე შეექმნა მისი ერთპიროვნული მმართველობისთვის!
ზ უ რ ა ბ ჟ ვ ა ნ ი ა, ბ ა დ რ ი პ ა ტ ა რ კ ა ც ი შ ვ ი ლ ი, გ უ რ ა მ შ ა რ ა ძ ე, ს უ ლ ხ ა ნ მ ო ლ ა შ ვ ი ლ ი!
რატომ უნდა დაეჭირა?! როცა შეეძლო მოეკლა!
კომენტარებში ჩემმა მეგობრებმა დაამატეს ამ ტირანის მიერ განადგურებული ადამიანები, რომლებიც დაიჭირა: ირაკლი ბათიაშვილი, კობა დავითაშვილი...“, - წერს ხოფერია.